მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩებურეკი სოკოთი (სამარხვო) - ინგას რეცეპტით / chebureki sokoti (samarkhvo) - ingas receptit
2018-03-24, 4:01 PM |
შემადგენლობა:
ცომი: ფქვილი, წყალი, არაყი, მზესუმზირის ზეთი, მარილი.
შიგთავსი: სოკო, ნიორი, ხახვი, მაიონეზი, მარილი.
მომზადების წესი:
მზარეულები იღებენ ლითონის ჭურჭელს, ასხამენ წყალს, ურევენ ზეთს, ყრიან მარილს და ადუღებენ, შემდგომ აგდებენ კვერცხს, ასხამენ არაყს და ნელ-ნელა აზელენ ფქვილს ხის კოვზით, ვიდრე ერთიან, არაწებოვან მასას მიღებენ. მოზელილ ცომს ტოვებენ თბილ გარემოში 1- 1,5 საათის განმავლობაში.
შიგთავსი: ხახვს შუშავენ მცენარეულ ცხიმში, ამატებენ წვრილად დაჭრილ შამპინიონებს, მარილს, ხოლო ბოლოში მაიონეზსა და დახეხილ ნიორს.
ცომის პატარა ბურთულებს აბრტყელებენ ფქვილიან დაფაზე, ათავსებენ შუაგულში სოკოს გულსართს, კეცავენ ცომს და მჭიდროდ ამაგრებენ ბოლოებში.
ჩებურეკს ბრაწავენ დიდი რაოდენობის მცენარეულ ცხიმში დაოქროსფერებამდე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |