მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ყავის სამარხვო ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით / yavis samarxvo namcxvari shavi qliavis chirit
2017-08-24, 4:26 PM |
შემადგენლობა:
ფქვილი - 200 გ
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
შაქარი - 150 გ
თაფლი - 2 ს/კ
დარიჩინი - 0,5 ჩ/კ
ილი (კარდამონი) - 0,5 ჩ/კ
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) - 1/4 ჩ/კ
მწიკვი მარილი
შავი ქლიავის ჩირი - 200 გ
დაჭრილი ნიგოზი - 2 ს/კ
მომზადების წესი:
დაალბეთ შავი ქლიავის ჩირი 20 წუთით ცხელ წყალში. შემდეგ გაწურეთ და დაჭერით.
ცხელ, ახალმოხარშულ მაგარ ყავაში გახსენით თაფლი და შაქარი. დაუმატეთ სანელებლები (დარიჩინი, ილი, ჯანჯაფილი) გააგრილეთ.
გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა ძმრით, მარილი, ჩაასხით ყავა და აურიეთ. მოზილეთ ცომი და დაუმატეთ შავი ქლიავი და დაჭრილი და მოხალული ნიგოზი.
18-22 სმ დიამეტრის ფორმას წუსვით ზეთი ან სხვა მცენარეული ცხიმი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთ.
მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |