Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის სამარხვო ნამცხვარი - ინგას რეცეპტით / vashlis samarkhvo namckhvari - ingas receptit
2018-03-24, 4:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ. ვაშლი
1 ჩ.ჭ. ზეთი
1 ჩ.ჭ. შაქარი
3.5 ჩ.ჭ. ფქვილი
2-3 ს.კ. შაქრის ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
1 პაკეტი ვანილი
1/2 ჩ.ჭ. ცხელი წყალი

მომზადების წესი:
ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი. ვაშლი (სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.

გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ჩაასხით ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დაასხით ცომის მეორე ნაწილი. გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.

როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი.

როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: namcxvari, სამარხვო კერძი, samarxvo kerdzi, vashli, namckhvari, vashlis namckhvari, shemtsvari vashli, სამარხვო, ვაშლის namcxvari, samarkhvo kerdzi ნანახია: 1021 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]