Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ვაშლის ნამცხვარი / gemrieli da martivad mosamzadebeli vashlis namckhvari
2016-09-06, 4:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თეთრი ფქვილი - 200 გრ
კარაქი ნაგემი - 100 გრ
ცივი წყალი - 1 სუფრის კოვზი
კვერცხის გული - 1 ცალი
ვაშლი (მომჟავო) - 3-4 ცალი
ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი
შაქარი - 100 გრ
კვერცხი - 3 ცალი
ნაღები ან არაჟანი - 130 გრ
ვანილი და დარიჩინი გემოვნებით
წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 1 მუჭა

მომზადების წესი:
ფქვილი + კარაქი ნაგემი + წყალი + 1 კვერცხის გულისაგან ვაკეთებთ ცომს და ცელოფანში შეხვეულს ვინახავთ მაცივარში 2 საათით. ცომს ვაბრტყელებთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ გვერდები 1 სანტიმეტრის სიმაღლეზე ფორმის კედელზე ამოვიდეს. ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე გავფცქვნათ ვაშლები, გავჭრათ შუა-შუა და გული ამოვასუფთავოთ, დავჭრათ თხელ შრეებად და ლამაზად დავალაგოთ ცომზე, ფუნჯით გადავუსვათ ლიმონის წვენი და შევდგათ ღუმელში 30 წუთით. ავთქვიფოთ 3 კვერცხი და შაქარი + ნაღები, ისე რომ შაქარი კარგად გაიხსნას. გამოვიღოთ მოშუშებული ნამცხვარი და მოვასხათ მომზადებული მასა და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 20 წუთით. გამომცხვარი გავაგრილოთ, ამოვიღოთ ფორმიდან და დავჭრათ. გემრიელად მიირთვით! პ.ს. მეორე დღეს უფრო გემრიელია, როცა კარგად გაუჯდება არომატი.

ნინო გრძელიშვილი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნამცხვრები, namckhvrebi, namcxvari, namckhvari, vashli, vashlis namcxvari, vashlis namckhvari, ვაშლის ნამცხვარი, namcxvrebi, torti tortebi ნანახია: 1622 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]