Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ქადა - ინგას რეცეპტით / samarkhvo qada - ingas receptit
2018-03-24, 4:35 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სამარხვო მარგარინი - 250 გ.
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
სამარხვო მაიონეზი - 200 გ.
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ლომონის ცედრა - გემოვნებით
შაქრის ფქვილი - მოსაყრელად
სოდა - 1 ჩაის კოვზი
მარილი - დანის წვერით
ქიშმიში - 0,5 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი:
125 გ. შერბილებულ მარგარინს შეაზილეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, შეურიეთ 200 გ. სამარხვო მაიონეზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი გემოვნებით და მარილი დანის წვერით. ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ, დაფარეთ გულსართით და გადაახვიეთ რულეტივით. ფიგურული დანით დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. სურვილის მიხედვით მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფქვილი.

გულსართის მომზადების წესი: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი მოხალეთ, გააციეთ და შეაზილეთ 125 გ. დარბილებული მარგარინი. შეურიეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და ვანილი გემოვნებით. ხელით ასრისეთ კარგად, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში. გულსართი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: samarxvo qada, სამარხვო კერძი, qadebi, ქადა, samarxvo kerdzi, qada, სამარხვო ქადა, სამარხვო, samarkhvo kerdzi, samarkhvo qada ნანახია: 1891 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]