Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილი მექსიკურად (სამარხვო) - ინგას რეცეპტით / kartofili meqsikurad (samarkhvo) - ingas receptit
2018-03-24, 4:10 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი (საშუალო ზომის),
მცენარეული ზეთი, მარილი.

სოუსისთვის:
მაიონეზი 1 ს/კ, (ან არაჟანი 4 ს/კ),
წყალი 1 ს/კ, ოხრახუში,
წითელი წიწაკა მსხვილად დაფქული,
ნიორი 4 კბილი.

მომზადების წესი:
ნორჩ, საშუალო ზომის კარტოფილებს მზარეულები კარგად ასუფთავებენ, კანიანად ჭრიან 4 ნაწილად და ათავსებენ თბილ წყალში 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამდინარე ცივი წყლით რეცხავენ, აშრობენ და საყინულეში ტოვებენ მინიმუმ 12 საათით.

"ფრიტურნიცაში" ან ალუმინის მაღალ ქვაბში, ადუღებენ ბლომად ცხიმს, მასში ათავსებენ კარტოფილს გაყინულ მდგომარეობაშივე და ბრაწავენ დაოქროსფერებამდე.

გამზადებული ნაჭრები გადააქვთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიშროს და აბნევენ ბლომად მარილს.

სოუსისთვის იოგურტს (ან არაჟანს), მაიონეზსა და წყალს კარგად ურევენ ერთმანეთში, ამატებენ დაჭყლეტილ ან წვრილად დაჭრილ ნიორს, ოხრახუშს, წითელ წიწაკას, ანელებენ მარილით და ლამბაქზე ათავსებენ კარტოფილთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kartofili, tsiteli tsitsaka, სამარხვო, samarkhvo kerdzi, Kartoshka, witeli wiwaka, samarxvo kerdzi, kartopili, kartofili meqsikurad, სამარხვო კერძი ნანახია: 975 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]