Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სამარხვო კერძი - ჩაშუშული კომბოსტო სოკოთი და ლობიოთი / gemrieli samarxvo kerdzi - chashushuli kombosto sokoti da lobioti
2017-08-24, 4:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კომბოსტო - 600 გ
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
ქამა სოკო - 600 გ
ლობიო - 1 ჭიქა
ტომატპასტა - 2 ს/კ
ხმელი ოხრახუში - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
ზეთი შესაწვავად
კამა და ოხრახუში - გემოვნებით

მომზადების წესი:
სანამ კომბოსტოს ჩაშუშვას დავიწყებდეთ, დაალბეთ ლობიო წივ წყალში რამდენიმე საათით.. აჯობებს წინა ღამით.
შემდეგ გადაიტანეთ ლობიო სხვა ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 40 წუთი. ნახარში გადააქციეთ.
სოკო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით ზეთში.
ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად და დაუმატეთ სოკოს ტაფაში. დაუმატეთ კიდევ ცოტა ზეთი და ხრაკეთ ბოსტნეული 5 წუთი.
ამასობაში დაჭერით წვრილად კომბოსტო.
დაუმატეთ ტაფაში ბოსტნეულს, შეანელეთ მარილითა და პილპილით, დაუმატეთ ტომატპასტა და ხმელი ოხრახუში, აურიეთ და თშეთ კიდევ 10 წუთი. თავსახური არ დააფაროთ, რათა კომბოსტო ზედმეტად არ ჩაიხარშოს.
როგორც კი კომბოსტო ლამაზ, ნარინჯისფერს მიიღებს, დაუმატეთ ლობიო, აურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
თქვენი სამარხვო კერძი მზად არის. გააფორმეთ თეფშზე ქორფა, წმინდად დაჭრილი კამითა და ოხრახუშით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxo kerdzi, lobio, samarxvo kerdzi, kombosto, სოკო, Soko, სამარხვო კერძი, samarkhvo kerdzi, კომბოსტო, ლობიო ნანახია: 1421 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]