Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ტოლმა სოკოთი / samarxvo tolma sokoti
2013-04-30, 11:28 AM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
კომბოსტოს 12 ფურცელი
400 გრ კარტოფილი
300 გრ სოკო
1 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
200 გრ ტომატის პასტა
1 ცალი დაფნის ფოთოლი
კამა
მარილი, პილპილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში. როცა კარგად მოიხარშება, გადაუწურეთ წყალი და ჩაზილეთ ისე, რომ პიურე მიიღოთ. სტაფილო გახეხეთ, დაჭერით ხახვი და სოკო. ყველაფერი ერთად მოათავსეთ ტაფაში და მოშუშეთ ზეთში. სოკოიანი მასა დაუმატეთ კარტოფილის პიურეს და კარგად აურიეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

კომბოსტოს მოაცალეთ ფურცლები და მოთუთქეთ ადუღებულ წყალში. შემდეგ გაახვიეთ ბოსტნეულის მომზადებული ფარში კომბოსტოს ფურცლებში.

ტაფაზე დაასხით ზეთი და ტოლმები ორივე მხრიდან შეწვით.

შემდეგ გადააწყვეთ ქვაბში. წყალში, სადაც კომბოსტოს ფურცლები მოთუთქეთ, დაუმატეთ ტომატის პასტა, მარილი, პილპილი და დაასხით ტოლმას ისე, რომ ოდნავ დაფაროს. მოაყარეთ მწვანილი.

ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: samarxvo kerdzebi, samarxvo, samarxvo kerdzi, samarxvo tolma, სამარხვო ტოლმა სოკოთი, tolma, Soko, სამარხვო კერძი, სამარხვო კერძები, samarxvo tolma sokoti ნანახია: 1988 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]