Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო კრუასანი ჯემით- ინგას რეცეპტით / samarkhvo kruasani jemit - ingas receptit
2018-03-24, 4:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 2 ცალი;
საფუარი 8 გრ;
ნაღების კარაქი 180 გრ;
მზესუმზირის ზეთი 20 გრ;
შაქარი 60 გრ;
მარილი 5 გრ;

გულსართი:
ჯემი (ალუბალი, მარწყვი, გარგარი, შოკოლადი, ნაღები...);

მომზადების წესი:
მზარეულები 150 მილიგრამ თბილ წყალში ხსნიან საფუარს და ცოტა ხანს დგამენ გასაფუებლად.

ცალკე ჭურჭელში აბნევენ ფქვილს, შუაგულში უკეთებენ ჩაღრმავებას, ახლიან კვერცხს, შაქარს, 30 გრ ნაღების კარაქს, საფუარს და ზელენ ცომს, ვიდრე მასა ერთიან, რბილ კონსისტენციამდე მივა.

დარჩენილ ცხიმს ადნობენ და 3 ნაწილად ყოფენ.

მარილსა და ფქვილს ურევენ ერთმანეთში, სამუშაო დაფაზე აბნევენ, ათავსებენ მასზე მომზადებულ ცომს და მართკუთხედად გაჰყავთ; ზედაპირზე უსვამენ კარაქის 2/3-ს კიდეებამდე 3 სმ დიამეტრზე, გამზადებულ მასალას სამფენა მართკუთხედად კეცავენ და კუთხეებს აფიქსირებენ ხელით, რომ ცხიმი არ გადმოიჟღენთოს. ცომი კვლავ მართკუთხედად გაჰყავთ, ათავსებენ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდან კიდევ ერთ ასეთ ფურცელს აფარებენ, შუაზე კეცავენ, აფენენ ტილოს და მაცივარში დებენ ნახევარი საათით.

ამ პროცედურას იმეორებენ 2 ჯერ, დარჩენილი კარაქის 2 წილისთვის. შემდეგ კიდევ 3 ჯერ, კარაქის გარეშე: აბრტყელებენ, კეცავენ, აბრტყელებენ, აფარებენ პერგამენტს, კეცავენ, აფარებენ ტილოს და დებენ მაცივარში ნახევარი საათით.

საბოლოოდ, გამზადებული ცომი გაჰყავთ მართკუთხედად (52X30 სმ) აფარებენ ტილოს, აცდიან 10 წუთს, შემდეგ შუაზე ჭრიან (ჰორიზონტალურად), თითოეულ ფირფიტას კი სამკუთხედებად (სულ 8-8 სამკუთხედი უნდა გამოვიდეს).

ყოველ სამკუთხედს შუაგულში ურთავენ ჯემს, კრუასანებად ახვევენ, ალაგებენ თუნუქის ფურცელზე, ახალმთვარისებრ ფორმას აძლევენ, ზემოდან უსვამენ კვერცხის გულს, ტოვებენ ამ მდგომარეობაში 40 წუთს, ღუმელსა ან კარადაში, სადაც დაგუბებული ჰაერია, შემდეგ ღუმელს აცხელებენ 220 C ტემპერატურაზე და აცხობენ ფრანგულ კრუასანებს 15-20 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სამარხვო კერძი, samarkhvo kruasani, samarxvo kruasani, ჯემი, samarxvo kerdzi, kruasanebi, samarkhvo kruasanebi, სამარხვო, samarkhvo kerdzi, kruasani ნანახია: 1081 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]