Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის ჩანახი (სამარხვო) / bostneulis chanakhi (samarkhvo)
2017-03-09, 4:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი 500 გრ
კარტოფილი 500 გრ
ხახვი 3 თავი
პომიდორი 500 გრ
ზეთი 200 გრ
მწვანილი თითო კონა
ნიორი 3 კბილი
მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ოთხად, შემდეგ - შუაზე. მოაყარეთ მარილი და 1/2 საათის სემდეგ გაწურეთ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს.
2. ალყად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ წიწაკა.
3. ქვაბის ფსკერზე მოასხით ზეთი, პირველ ფენად დააწყვეთ სიგრძეზე დაჭრილი კართოფილი, შემდეგ - ბადრიჯანი, მოაფინეთ არეული მწვანილი და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილი, ბადრიჯანი და ა. შ. თან შიგადაშიგ მოაყარეთ მარილი.
4. ბოლოს დაალაგეთ მთელ-მთელი პომიდორი და დაუმატეთ ზეთი ან სამარხვო კარაქი. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: samarkhvo, კულინარია მზარეული რეცეპტები, chanaxi, samarxo, samarkho, სამარხო, chanakhi, samarxvo, სამარხვო, კერძები ნანახია: 2839 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]