Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი სოკოს სამარხვო სუპი / ugemrielesi sokos samarxvo supi
2014-03-13, 10:21 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
0.5 კგ ქამა სოკო
2–3 საშუალო ზომის ხახვი
2 სტაფილო
2 სადილის კოვზი ფქვილი
„გალინა ბლანკას“, ან რომელიმე სხვა მწარმოებლის სოკოს ბულიონის კუბიკი.

მომზადების წესი:
სოკო გავრეცხოთ, გავაცალკევოთ ქუდები და ძირები და ცალ–ცალკე ჯამებში მოვათავსოთ. ამასობაში, მოვთუშოთ ხახვი ზეთში და დავამატოთ სოკოს განცალკევებული ძირები და გახეხილი სტაფილო. მოთუშვის შემდეგ ეს ყველაფერი გავაცივოთ და დავაბლენდეროთ. დაბლენდერებულ მასას დავამატოთ ფქვილი და ცოტა წყალი.

შემდეგ სოკოს ქუდებს, რომელიც ცალკე გვაქვს მოთავსებული, ჩავყრით ქვაბში, (თუ დიდი ზომის ქუდებია, შეგვიძლია დავჭრათ, თუ პატარა ზომის–დაჭრა საჭირო არ არის), დავასხამთ დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და მოვხარშავთ. მოხარშულ ქუდებს დროებით ამოვიღებთ და დარჩენილ სითხეში ნელ–ნელა ჩავუშვებთ დაბლენდერებულ მასას, რომელშიც წამოდუღების შემდეგ კვლავ ჩავუშვებთ მოხარშულ ქუდებს, დავუმატებთ ბულიონის კუბიკს, მარილს, პილპილს და შეგვიძლია მივირთვათ J

თუ დიეტაზე არ ხართ, სუპი მიირთვით ტოსტერის პურზე წასმული ნივრით, უგემრიელესია.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sokos supi, უგემრიელესი, სამარხვო სუპი, სამარხვო სუპები, ugemrielesi, samarkhvo, სოკოს სუპი, samarxvo supebi, sokos samarxvo supi, სოკოს სამარხვო სუპი ნანახია: 2318 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]