მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
უგემრიელესი სოკოს ღვეზელი / ugemrielesi sokos ghvezeli
2017-08-13, 1:28 PM |
შემადგენლობა:
400 გრ სოკო
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
მარილი,პილპილი-გემოვნებით
3 ს.კ ზეთი
ცომისთვის:
2 ჭიქა ფქვილი
20 გრ საფუარი
მარილი-გემოვნებით
წყალი
მომზადების წესი:
სოკო მოვშუშთ ხახვთან ერთად. შევაზაოთ მარილით,პილპილით და გავაციოთ. მოვზილოთ საფუვრიანი ცომი,
როცა კარგად ამოვა, გავყოთ 2 ნაწილად, ორივე ნაწილი გავაბრტყელოთ ქურის ტაფის ზომაზე. ცომის პირველი
ფენა დავდოთ ქურის ტაფაზე, მოვაყაროთ სოკოს გულსართი და ზემოდან დავადოთ მეორე ცომი. ჩანგლით
დავჩხვლიტოთ, მოვუსვათ ზემოდან ზეთი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ნელ ცეცხლზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |