Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სტრომბოლი - გემრიელი და ნოყიერი პიცა-რულეტი / stromboli - gemrieli da nokieri pica-ruleti
2017-10-01, 7:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
თბილი წყალი - 1 ჭიქა
მშრალი საფუარი - 2 1/4 ჩ/კ
შაქარი ან თაფლი - 1 ს/კ
მარილი - 2 ჩ/კ
ზეთი - 2 ს/კ
ფქვილი - 3 ჭიქა
გულსართი:
ტომატის სოუსი - 1 ჭიქა
მოცარელა ან სულგუნი - 1,5 ჭიქა
ძეხვი სალიამი - 9 ნაჭერი
ლორი - 7 ნაჭერი
კვერცხი - 1 ცალი
თავშავა (ორეგანო)
პომიდორი - 2 ცალი

მომზადების წესი:
ცომისთვის: თბილ წყალში გახსენით საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი. დაუმატეთ 2 ჩ/კ მარილი და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში (კარგი იქნება, თუ სპეციალური კომბაინს მოიშველიებთ). შემდეგ გადაიტანეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათი.
შემდეგ გაყავით ცომი ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ერთი 25/40 სმ-ზე მოგრძო ფირფიტად. წაუსვით ტომატის სოუსი ისე, რომ კიდეებზე დატოვოთ 6-7 სმ-ის ადგილი.
ზემოდან დაალაგეთ თხლად დაჭრილი პომიდორი, შემდეგ მოაყარეთ გახეხილი მოცარელა (ან სულგუნი), დაალაგეთ სალიამისა და ლორის ნაჭრები.
ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ცომის თავისუფალ კიდეებს. გადაახვიეთ რულეტად და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. წაუსვით ზედაპირზე კვლავ კვერცხი, მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი.
გააკეთეთ რულეტის ზედაპირზე თანაბარი დაშორებებით ჩანაჭრელები, მოაყარეთ ორეგანო და აცხვეთ 250-240 გრადუსზე 10-12 წუთი.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: პიცა, ruleti, რულეტი, stromboli, გემრიელი, pica, gemrieli, სტრომბოლი, ნოყიერი, nokieri ნანახია: 1172 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]