Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი ცხობის გარეშე, შესქელებული რძით, ბანანითა და ფხვიერი ორცხობილით - ბანოფი / namckhvari ckhobis gareshe, shesqelebuli rdzit, banan
2017-04-07, 2:56 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფხვიერი ორცხობილა "პეჩენია" — 350 გრ
ნაღების კარაქი (გამდნარი) — 150 გრ
შესქელებული რძე "სგუშჩონი" — 400 გრ
ბანანი — 2 ცალი
ნაღები 33% — 400 მლ
გახეხილი შკოლადი ან კაკაოს ფხვნილი მოსართავად — 1 ს/კ

მომზადების წესები:

დაფხვენით "პეჩენია". დაასხით გამდნრაი კარაქი და ბლენდერში აურიეთ.
აიღეთ ნამცხვრის ფორმა - 30х20 სმ. ჩააფინეთ საკონდიტრო ქაღალდი. მიღებული მასა გაანაწილეთ თანაბრად და კოვზით მოასწორეთ. შედგით მაცივარში 1 სთ-ით.
შემდეგ, მოასხით შესქელებული რძე და ზემოდან დაჭრილი ბანანი დაადეთ.
ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე და ბანანს ზემოდან მოასხით. ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან ნამცხვარი (ქაღალდის დახმარებით) და გადაიტანეთ სინზე.
ზემოდან გახეხილი შოკოლადი, ან კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, uchveulo, receptebi, lamazi, გემრიელი, gemrieli ნანახია: 1959 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]