Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნაზი და ფაფუკი ცომი სააღდგომო კულიჩისთვის - ბებიების რეცეპტით! / nazi da fafuki comi saaghdgomo kulichistvis - bebiebis receptit!
2017-04-07, 3:14 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თბილი რძე - 1 ლ
შაქარი - 1 კგ
კარაქი - 500 გ
კვერცხი - 10 ცალი
კვერცხის გული - 3 ცალი
საფუარი ნედლი - 150 გ
მარილი - 1 ჩ/კ
ქიშმიში - 200 გ
ვანილის შაქარი - 2 შეკვრა
კონიაკი - 2 ს/კ
ფქვილი - 2,5 კგ
ზეთი - ცომის მოსაზელად

მომზადების წესები:
კვერცხი ათქვიფეთ, კარაქი დაჭერით კუბიკებად. რძეში გახსენით საფუარი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და კარაქი.

გააჩერეთ მიღებული თბილ ადგილას დაახლოებით 8-12 საათის (ან მთელი ღამით) განმავლობაში.

შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში (წინასწარ დამდუღრეთ), მარილი, ვანილის შაქარი, კონიაკი, ფქვილი.

მოზილეთ რბილი ცომი ზეთში დასველებული ხელებით.
გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ 1,5 საათი, შემდეგ კი გაანაწილეთ ფორმებში. ფორმები აავსეთ ცომით 1/3-ით.
გააჩერეთ ფორმებში ცომი იქამდე, სანამ თითქმის ზედაპირამდე არ ამოაღწევს. შემდეგ კი აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ არ გამოშრება.
გააცივეთ და მორთეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, uchveulo, receptebi, lamazi, გემრიელი, gemrieli ნანახია: 1368 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]