Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სუში - როგორ მოვამზადოთ როლები სახლში / sushi - rogor movamzadot rolebi sakhlshi
2017-04-07, 2:51 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

ზღვის მცენარე "ნორი" (როლებისთვის) - 6-8 ცალი (იყიდება თხელი ფირფიტების სახით. გაითვალისწინეთ! რაც უფრო მუქია, მით უფრო არომატულია.)
ბრინჯი - 1-1,5 ჭიქა
თინუსის ან ორაგულის ფილე (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ კიბორჩხალის ჩხირები გამოიყენოთ) - 400 გრ
ბრინჯის ძმარი (სასურველია) - 4-5 ს/კ
სოიოს სოუსი გემოვნებით
მარილი, შაქარი გემოვნებით.

მომზადების წესები:
თევზის ფილე გაასუფთავეთ ფხებისგან და დაჭერით გრძელ, ვიწრო ზოლებად (1-2 სმ);
ბრინჯი აუცილებლად ცოტა წყალში უნდა მოხარშოთ (მარილიან წყალში), რომ ფანტია არ გამოვიდეს. სასურველია მრგვალი ბრინჯი
აარჩიოთ. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, გადაიტანეთ საწურში და ხელით კარგად გაწურეთ.
თუ ბრინჯის ძმარი გაქვთ, გახსენით მასში მარილი და ცოტა შაქარი და გაჟღინთეთ ბრინჯი. ბრინჯის ძმარი არ არის მჟავე და მისი გამოყენება შეიძლება.
თუ როლების დასადები სპეციალური ჭილოფი არ გაქვთ, მაშინ ხის დაფა გამოიყენეთ. დააფინეთ ნორის ფირფიტა (პრიალა მხარე გარედან უნდა მოექცეს), დაადეთ თხელ ფენად ბრინჯი და კოვზით მოასწორეთ. სასურველია, ბრინჯი ფირფიტის ნახევარზე მეტ ადგილს არ იკავებდეს.
სიგრძეზე დაადეთ დაჭრილი თევზი და ფრთხილად დაახვიეთ. შეგიძლიათ თევზთან ერთად სხვა ინგრედიენტებიც გამოიყენოთ, მაგალითად ავოკადო. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
დანით დაჭერით რგოლები (დაახლოებით 4 სმ სიგანის).
დაჭრილი როლები ამოაწეთ სოიოს სოუსში.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, uchveulo, receptebi, lamazi, გემრიელი, gemrieli ნანახია: 1439 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]