Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღვეზელი მწვანე ხახვით / gvezeli mtsvane khakhvit
2013-04-05, 2:59 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 500 გრ
რძე - 250 გრ (თბილი)
საფუარი - 20 გრ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1.2 ჩ/კ
კვერცხი - 6 ცალი
ხახვი - 2 კონა (მწვანე)
კარაქი - 50 გრ

მომზადების წესი:
გაცერილ ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ 1 ჭიქა თბილი რძე, რომელშიც გახსნილია საფუარი. დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი მივაყაროთ ფქვილი და დავტოვოთ ცოტა ხანი თან ოდნავ მოვზილოთ. როცა ცომი ამოვა (20 წუთის მერე დაახლოებით), დავაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა ამოვიდეს 2-ჯერ. სანამ ცომი ამოვა მოვამზადოთ გულსართი. დავჭყლიტოთ ჩანგლით მოხარშული კვერცხები. დავჭრათ მწვანე ხახვი. ხახვი ჩავყაროთ კვერცხში და დავაყაროთ მარილი გემოვნებით. ჩავასხათ გულსართში 50 გრ გამდნარი კარაქი, კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში. ცომი გავყოთ 25-30 ნაწილად. თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ და ჩავდოთ 1 დესერტის კოვზი გულსართი. შევკრათ ღვეზელი, გავაჩეროთ 20 წუთი, წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში 230 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gvezeli, mzareuli, gurmani, kulinaria, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, ღვეზელი, sakvebi ნანახია: 1663 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]