Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მადისაღმძვრელი და ყველით სავსე მეგრული ხაჭაპური
2014-01-29, 4:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 1 კგ
საფუარი - 3 ჩ.კ.
რძე - 500 მლ
კარაქი ან მარგარინი - 5 ს.კ. დარბილებული
მარილი
კვერცხი - 2
ყველი - 1 კგ, ჭყინტი და ცხიმიანი
ცოტა ყველი და 1-2 კვერცხი ზემოდან მოსასმელად

მომზადების წესი:
გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. რძის ან წყლის ნაცვლად მაწვნის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ გათბობის გარეშე.

დაფშვენით ყველი, თუ საჭიროა მოაყარეთ ცოტა მარილი. კარგ ყველს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებით კვერცხის ან ცხიმის შერევა.

ცომი და ყველი თანაბარ გუნდებად გააყავით. ცომს აცალეთ ხელახალი ამოფუება 10-15 წუთით.შემდეგ გააბრტყელეთ, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხში არეული გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში და გამოაცხეთ სანამ არ დაიბრაწება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sakvebi, rogor movamzado, receptebi, samzareulo, gemrieli receptebi, kulinariuli recepti, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, rogor davamzado ნანახია: 2676 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]