Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი ბროკოლით / qatami brokolit
2014-02-16, 5:59 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გ ბროკოლი,
30 გ ნიგოზი,
2 ცალი წითელი ხახვი,
1 კბილი ნიორი,
20 გ ნედლი ჯანჯაფილი,
250 გ ქათმის მკერდის ფილე,
2 ს.კ. სოიის სოუსი,
1 ს.კ. სახამებელი,
2 ს.კ. ზეთი,
1 ს.კ. აჯიკა,
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ბროკოლი პატარა ყვავილედებად დავანაწევროთ. ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი და როცა ადუღდება, ბროკოლი დავუმატოთ. 2 წუთში ამოვიღოთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ნიგოზი მსხვილად დავფქვათ. ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი წვრილად დავკეპოთ. ქათამი პატარა ნაჭრებად დავჭრათ, შევურიოთ სოიის სოუსი და სახამებელი. მოზრდილ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და 2 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევწვათ ყველა მხრიდან. შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ტაფაში მოვათავსოთ ბროკოლი, ხახვი და 2 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ჯანჯაფილი, ნიგოზი და ნიორი. 1-2 წუთში დავასხათ 4-5 ს.კ. წყალი და როცა წამოდუღდება, ქათმის ხორციც დავუმატოთ. ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ მარილი, პილპილი და აჯიკა. ამ კერძს უხდება ბრინჯის გარნირი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1580 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]