Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბულიონი "კოლდუნებით" / bulioni "koldunebit"
2014-02-23, 9:02 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბულიონისთვის: 400 გრ. ძროხის ძვლიანი ხორცი
1 ხახვი, 1 სტაფილო
1/8 კონა ნიახური
“კოლდუნებისთვის”, (დიდი პელმენებისთვის): 3/4 ჭიქა ფქვილი
1 კვერცხი
1 ჩ.კ. მცენარეული
ზეთი
250 გრ. ღორის მსუქანი ხორცი
1 ხახვი
მარილი
შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი
ბულიონისთვის საჭირო ხორცი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. ნახარში გადავღვაროთ, ხორცი გავრეცხოთ, ჩავდოთ სუფთა ქვაბში, დავასხათ 2 ლ. წყალი და კვლავ წამოვადუღოთ.
დავუწიოთ ცეცხლს, ჩავუმატოთ ხორცს გარეცხილი, დაჭრილი და მშრალ ტაფაზე მოხრაკული ბოსტნეული. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე არა უმცირეს 1 საათისა. მზა ბულიონი გავფილტროთ.

საქონლისა და ღორის ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. მზა ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში ხახვთან ერთად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ფარში კარგად გადავზილოთ.

ფქვილის, კვერცხისა და ზეთისგან მოვზილოთ მაგარი ცომი. არ დაგვავიწყდეს ცოტა მარილი და საჭირო რაოდენობის წყალი.

ცომი თხლად გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ პატარა წრეები დიამეტრით 8 სმ. თითოეული წრის ცენტრში ჩავდოთ ფარშის ულუფა და ცომს პირი მოვუკრათ. მოვხარშოთ მარილიან წყალში. სუფრაზე მიტანამდე კოლდუნები გავანაწილოთ თეფშებზე და დავასხათ მათ ცხელი ბულიონი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1222 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]