Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ხორცი ლუდის სოუსში / ghoris khorci ludis sousshi
2014-02-16, 6:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ცალი სტაფილო,
2 თავი ხახვი,
1 კბილი ნიორი,
1 მსხვილი ღერი ნიახური,
4 ნაჭერი ღორის ხორცი თავისი ძვლით (თითო ნაჭერი 200-220 გ),
1 ს.კ. ძირა,
2 ს.კ. ერბო,
400 მლ მუქი ლუდი,
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ნიორი ავკეპოთ. სტაფილო თხლად დავჭრათ. ხახვი სიგრძეზე მსხვილად დავჭრათ. ნიახური კუბებად დავჭრათ. ხორცი გავრეცხოთ, შევამშრალოთ, მოვაყაროთ ძირა, მარილი და პილპილი. ტაფაზე გავაცხელოთ ერბო და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შევწვათ. დავუმატოთ ბოსტნეული და 1-2 წუთი ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ლუდი, დავახუროთ სახურავი და 20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ. ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ ტაფიდან, დარჩენილი სოუსი ცოტა ხანი ვადუღოთ და მოვასხათ ხორცის ნაჭრებს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1332 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]