Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფორთოხლის ტირამისუ / fortokhlis tiramisu
2014-02-16, 6:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ცალი ფორთოხალი,
4 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი,
150 მლ თბილი ესპრესო ან მაგარი,
უნალექო ყავა,
50 გ შაქრის პუდრი,
2 ს.კ. შაქარი,
100 გ მწარე შოკოლადი,
250 გ მასკარპონე,
250 გ უცხიმო ხაჭო,
150 გ სავოიარდის ბისკვიტი,
1 ს.კ. კაკაო.

მომზადების წესი:
ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაშოროთ თეთერი რბილობი და დავჭრათ. დავასხათ ლიქიორი და 30 წუთი გავაჩეროთ. ყავას ავურიოთ შაქარი და გავაცივოთ. შოკოლადი წვრილად გავხეხოთ. მასკარპონე, ხაჭო, შოკოლადი და შაქრის პუდრი კარგად ავურიოთ (არ ავთქვიფოთ!). 15X20 სმ ზომის ფორმაში ერთ ფენად ჩავაწყოთ ბისკვიტები და ზემოდან ნახევარი ყავა მოვასხუროთ. წავუსვათ კრემი და ზედ ფორთოხლის ნახევარი გადავანაწილოთ. მეორე ფენაც ასე მოვამზადოთ და ზემოდან სქელ ფენად წავუსვათ კრემი. დესერტი 3-4 საათით შევდგათ მაცივარში და სერვირების წინ მოვაყაროთ კაკაოს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1468 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]