Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ ხაჭო სახლში
2014-01-29, 4:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
რძე - 1 ლ
არაჟანი ან კეფირი - 2-3 ს.კ.

მომზადების წესი:
რძე ჩავასხათ სუფთა ჭურჭელში. თუ სოფლისაა, წამოვადუღოთ, მაღაზიისას არ სჭირდება ადუღება. გავაგრილოთ, დავამატოთ არაჟანი ან კეფირი, დავახუროთ და დავტოვოთ სითბოში 1 დღე ღამე. რძე უმჯობესია ცხიმიანი შევარჩიოთ, უცხიმო რძისგან უგემური ხაჭო გამოდის.
24 საათის შემდეგ რძე დამჟავდება: ცალკე გავა სითხე და ცალკე სქელი, კრემოვანი მასა.

მინიმალურ ცეცხლზე გავათბოთ რძე, მაგრამ ძალიან ნუ გავაცხელებთ. დავტოვოთ 20-25 წუთი.

საწურში ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა მარლა და გავწუროთ რძის მასა. 2-2.5 საათის შემდეგ მარლაში მხოლოდ მზა ხაჭო დარჩება.

პ.ს. ეს ხაჭოს მომზადების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. ზოგიერთი მეთოდის მიხედვით, რძეში კალციუმს ასხამენ, ზოგის მიხედვით მაწონს. არსებობს ყველაზე მარტივიც: კეფირს ყინავენ, შემდეგ კი მარლაშივე ადნობენ, სადაც ხაჭოს მასა გროვდება.

ხაჭოსგან გამოსულ შრატს ნუ გადაღვრით - ის არაჩვეულებრივია ცომეულში. გამოიყენეთ წყლის ნაცვლად პურის, ხაჭაპურის და სხვა ტიპის საფუვრიან ცომში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 2217 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]