Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მჟაუნის წვნიანი კიბორჩხალებით - mjaunas tsvniani kiborchkhalebit
2014-02-16, 5:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი კვერცხი,
50 გ ხახვი,
1 ს.კ. ზეთი,
1 ცალი მოხარშული კარტოფილი,
50 მლ თეთრი მშრალი ღვინო,
100 მლ რძე,
400 მლ ბოსტნეულის ბულიონი,
1 დიდი კონა (75 გ) მჟაუნა,
80 გ მოხარშული,
გარჩეული კიბორჩხალები,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
კვერცხი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ და წვრილად დავკეპოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ღვინო, რძე და 15 წუთი ვხარშოთ, თან ვურიოთ. წვნიანს დავუმატოთ დაჭრილი მჟაუნა და ბლენდერით ავთქვიფოთ. შევანელოთ მარილითა და პილპილით, ჩავუმატოთ კვერცხი და კიბორჩხალას ფილე. ამ წვნიანის მომზადება კიბორჩხალას გარეშეც შეგვიძლია.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1463 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]