Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტყის ტორტი / tkis torti - tkbileuloba, tortebi, kulinaria
2014-02-22, 11:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ც. კვერცხი ცომისთვის და 1 ც. კვერცხი კრემისთვის
150 გრ. თაფლი
2 ლიმონის წვენი
300-300 გრ. შაქარი ცომისთვის და კრემისთვის
150-150 გრ. ნიგოზი ცომისთვის და კრემისთვის
320 გრ. პურის ფქვილი
1/2 ჩ/კ ძმარში გახსნილი სოდა
50 გრ. რძe
1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
50 გრ. კარაქი.

მომზადების წესი:

კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ თაფლი, დაჭრილი ნიგოზი, სოდა და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, სწრაფად მოზილეთ ცომი და მაცივარში შედგით 24 საათი განმავლობაში.

ცომი გაყავით სამ ნაწილად, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში 210-220°-ზე. კრემისთვის შაქრის ნახევარი შეურიეთ რძეს, მიიყვანეთ ადუღებამდე თან მუდმივად ურიეთ. დარჩენილი შაქარი და კვერცხი აურიეთ ერთმანეთში და თანდათან ჩაუმატეთ რძეში. ხარშეთ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გააციეთ 20°-მდე. კარაქი ათქვიფეთ, ისე რომ გახდეს ჰაეროვანი, ნელნელა დაუმატეთ კვერცხისა და რძის ნარევი. თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ საკმაოდ მყარ მასას, შემდეგ დაუმატეთ კაკაო და დაჭრილი ნიგოზი. გაციებული ფირფიტები დაკრემეთ და დააწყვეთ ერთმანეთზე. ბოლო, კრემწასმულ ფენას მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.

მომზადების დრო: 2 საათი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1447 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]