Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

აზუ თათრულად / azu tatrulad
2014-02-23, 9:05 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხორცი - 500გრ
ხახვი - 1-2 ც
კიტრის მწნილი - 1-2 ც
კარტოფილი - 6-8 ც
ნიორი - 1-2 კბილი
ტომატ-პასტა ან კეტჩუპი - 1-2 ს.კ.
დაფნის ფოთოლი
მარილი
პილპილი.

მომზადების წესი:
ხორცი გავრეცხოთ, დავჭრად გრძლად და ოდნავ მოვწვათ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, დავუმატოთ თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და შევწვათ ერთად ხახვის დარბილებამდე.

დავუმატოთ ტომატ-პასტა, წვრილად დაჭრილი ან მსხილ სახეხზე გახეხილი კიტრი, ცოტაოდენი წყალი ან ბულიონი და მოვშუშოთ ხორცის მომზადებამდე. ცალკე ტაფაში შევწვათ გრძლად დაჭრილი კარტოფილი.

როცა კარტოფილი თითქმის მზად იქნება გადავიღოთ მოშუშულ ხორცთან, დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, დანაყილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, ფრთხილად მოვურიოთ და მოვშუშოთ ერთად მზადყოფნამდე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1268 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]