Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იხვის რულეტი ჩირებით / ikhvis ruleti chirebi
2014-02-01, 9:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 თავი ხახვი,
2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა,
500 გ მოხარშული კარტოფილი,
1,2 კგ იხვის მკერდის ხორცი კანის გარეშე,
5 თხელი ნაჭერი ბეკონი,
3 ს.კ. ერბო,
200 მლ ქათმის ბულიონი,
5 ცალი შავი პილპილის მარცვალი,
ცალი დაფნის ფოთოლი,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

გულსართისთვის:
150 გ ლეღვის ჩირი,
100 გ გარგარის ჩირი,
150 გ ქლიავის ჩირი,
50 მლ თეთრი მშრალი ღვინო,
150 მლ ქათმის ბულიონი,
1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი,
0,5 ჩ.კ. დაფქული ბაჰარი,
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ღუმელი 200 გრადუსზე გავაცხელოთ. ჩირები წვრილად დავჭრათ. ღვინო შევათბოთ და ბულიონთან ერთად დავასხათ ჩირებს. მოვაყაროთ მარილი, ბაჰარი და დარიჩინი. იხვის მკერდი გავრეცხოთ, შევამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგვიძლია იხვის მკერდის ფილე სიბრტყეზე გავსეროთ, წიგნივით გადავშალოთ, ზედ მოვათავსოთ გულში მოვათავსოთ ჩირების გულსართი და გადავახვიოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გარშემო შემოვახვიოთ ბეკონის ფენები და შევკრათ ხის ჩხირებით. ტაფაზე გავაცხელოთ ერბო, ზედ მოვათავსოთ მომზადებული ხორცის რულეტი. დავასხათ ქათმის ბულიონი, დავუმატოთ ბაჰარი და დაფნის ფოთლები. ტაფა გახურებულ ღუმელში 1 საათით შევდგათ. ამასობაში ხახვი გავფცქვნათ და თითოეული ოთხად გავჭრათ. წიწაკები სიგრძეზე გავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ, შემდეგ მსხვილად დავჭრათ. კარტოფილი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. 1 საათის შემდეგ ხორცს შემოვუწყოთ ბოსტნეული და 30 წუთის განმავლობაში 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევაბრუნოთ. ხორცი ოდნავ შეგრილების შემდეგ დავჭრათ და ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.


მასალის წყარო: © ღვინის კლუბი /Weekend




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1436 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]