Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საახალწლო კექსი შოკოლადით და თხილით
2014-01-29, 4:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შავი შოკოლადი - 125 გრ
კარაქი - 125 გრ
ფქვილი - 100 გრ
წიწიბურას ფქვილი - 50 გრ
შაქარი - 100 გრ
დაფქული თხილი - 125 გრ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.
კვერცხი - 3
თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე.
შოკოლადი და კარაქი ორთქლზე გავადნოთ. შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ. ჩავამატოთ დაფქული თხილი და გამაფხვიერებელთან შერეული ფქვილი. ცოტა თხილი ფორმაში მოსაყრელად მოვიტოვოთ.

ფორმას კარაქი მოვუსვათ და თხილი მოვაყაროთ. შემდეგ ცომი ჩავასხათ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 35-45 წუთი.

გაციების შემდეგ მოვრთოთ გამდნარი თეთრი შოკოლადით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, sachmlis momzadeba, gurmani, mzareuli, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1634 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]