Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის შეჭამანდი "სალიანკა" / khorcis shechamandi "salianka"
2014-02-23, 8:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრ. ძვლიანი ხორცი (უკეთესია ღორის)
150 გრ. შებოლილი მკერდის ხორცი
150 გრ., შებოლილი ძეხვი (შეიძლება გამოვიყენოთ 2 ან 3 სახეობის ძეხვი)
2-3 ც. კარტოფილი
3-4 ც. კიტრის მწნილი
ტომატ-პასტა - 3 ს.კ.
ხახვი - 1ც, ლიმონი
ზეთისხილი
მწვანილი
ბულიონიდან კარტოფილი და კიტრი.

მომზადების წესი:
ღორის ხორცი მოვათავსოთ წყლით სავსე ქვაბში გასუფთავებულ სტაფილოსთან და ხახვთან ერთად, მოვაყაროთ მარილი (როცა წყალი ადუღდება მოვაცალოთ წარმოქმნილი ქაფი და დავუწიოთ ცეცხლს), მომზადებული ხორცი ამოვიღოთ ბულიონიდან.

კარტოფილი და კიტრი დავჭრათ კუბებად, ხახვი - წვრილად, და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. ბულიონში ჩავყაროთ კარტოფილი და ვხარშოთ მზადყოფნამდე, დავუმატოთ კიტრი, ტომატ-პასტა და მოშუშული ხახვი. ყველაფერი ერთად ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი.

ბულიონიდან ამოღებული ხორცი, მკერდის ხორცი და ძეხვი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი. შეჭამანდი სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან ერთად, თეფშზე დავდოთ ლიმონის ნაჭერი და რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rogor davamzado, mzareuli, gurmani, sachmlis momzadeba, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, rogor movamzado, sakvebi ნანახია: 1887 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]