Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კეცზე გამომცხვარი მჭადი / kecze gamomckhvari mchadi
2013-04-05, 3:21 PM
www.auf.ge -

მომზადების წესი:
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ 1,5 ჩაის ჭიქა წყალი (უკეთესია თბილი წყალი) და მოვზილოთ კარგი ცომი. გავაცხელთ ორი კეცი, ჩავაკრათ ცომი ერთ კეცში, დავახუროთ ზედ მეორე ცხელი კეცი, დავაყაროთ ზევიდან ნაცრიანი ნაკვერჩხალი და გამოვაცხოთ. ანალოგიურად შეიძლება მჭადები გამოვაცხოთ ერთდროულად რამოდენიმე კეცზე. ერთ-ერთ გახურებულ კეცზე დავდოთ ცომი, გავაბრტყელოთ და ზემოდან დავადოთ მეორე, უფრო მაგრად გახურებული კეცი; შემდეგ ეს გახურებული კეცი გადავაბრუნოთ, დავადოთ ფსკეროთ მჭადზე და დავდოთ ცომი, შემდეგ დავაფაროთ მესამე და ასე ბოლომდე. უკანასკნელ კეცზე კი დავაფაროთ კეცსახური და დავაყაროთ ნაკვერცხლები. ასეთნაირად მჭადის გამოცხობის დროს კარგია თუ გამოვიყენებთ კაკლის ფოთლებს: გახურებულ კეცზე დავაფინოთ კაკლის ფოთლები, დავაკრათ ცომი, ზევიდანაც დავაფაროთ რამოდენიმე ფენა ფოთლები, ზედ დავადგათ მეორე კეცი, დავაფინოთ ფოთლები და ასე ბოლომდე. მჭადი მზად იქნება 40-50 წუთის შემდეგ. მჭადზე დასაფარებლად, გარდა კაკლის ფოთლებისა, შეიძლება გამოვიყენოთ მუხის, წაბლის, ვაზის ფოთლები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mzareuli, gurmani, kulinaria, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, mchadi, sakvebi, მჭადი ნანახია: 2325 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]