Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის ღვეზელი / kartofilis gvezeli
2013-04-05, 1:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცომის გუნდა
4 დიდი კარტოფილი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ს.კ. კარაქი
ნახევარი ჭიქა რძე
ზეთი, მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. გავთალოთ და მოვხარშოთ კარტოფილი
2. ცხელ ტაფაზე, ზეთში და კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარტოფილი.
3. ტაფაში ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და საჭყლეტით კარგად დავჭყლიტოთ.
4. დავუმატოთ რძე, წვრილად დაჭრილი ცოტა მწვანილი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
5. გავაბრტყელოთ ცომი ისე რომ 1სმ სისქის იყოს.
6. ჭიქით ან ცომის მრგვალი საჭრელით ამოვჭრათ ცომის ნაჭრები. ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ ყველა ღვეზელი ერთი ზომის იყოს.
7. თითოეული ცომის "ფირფიტა” გავაბრტყელოთ ისე რომ ცომი ძალიან თხელი არ იყოს. ოვალური ზომის, დაახლოებით 15სმ სიგრძეში.
8. თითოეულ ცომში ჩავდოთ 2 ჩაის კოვზი კარტოფილი.
9. გავახვიოთ და საშუალო ცეცხლზე, ზეთში შევბრაწოთ ორივე მხარეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კარტოფილის ღვეზელი, kartofilis gvezeli, mzareuli, gurmani, kulinaria, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, sakvebi ნანახია: 3319 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 londa  
0 Spam
var 13 wlis vswavlob legvas #1 sajaro skolashi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]