Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

Mongolian Beef / მონღოლიური ძროხის ხორცი
2013-04-05, 12:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ძროხის ხორცი – 1 კგ. მჭლე, უცხიმო და რაც მთავარია რბილი!!! არ იყიდოთ არტალის ხორცი
მწვანე ხახვი – 1 კონა
ხახვი – 1/2 თავი
ბულგარული წიწაკა – ნახევარ-ნახევარი წითელი, ყვითელი და მწვანე
ნიორი – 2 კბილი
სოიოს სოუზი
ჰოისინის სოუზი (თუ ვერ იშოვით, შემცვლელი სოუზის რეცეპტი იხილეთ ქვემოთ)
მარილი, პილპილი, ფქვილი
ღვინო
ბრინჯი

მომზადების წესი:
1. მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ, დაუმატეთ 2-3 სად. კოვზი სოიოს სოუზი. დადეთ ცალკე.
2. დაჭერით ხორცი - ნაჭრები უნდა იყოს 1.5სმ. მსხვილი და 7-10სმ. გრძელი
3. დააყარეთ 2 კოვზი ფქვილი და 2 კოვზი ღვინო. კარგად აურიეთ.
4. მაღალ ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა. დაასხით ზეთი და 3-5 წუთის განმავლობაში მოხრაკეთ ხორცი. არ დაბრაწოთ! არ იფიქროთ რომ მწვადს წვავთ!
5. ჯამში გადაიტანეთ ხორცი და დააფარეთ.
6. დაჭერით მწვანე ხახვი, წითელი ხახვი და ბულგარული წიწაკები გრძლად! (7-10 სმ) ბულგარული არ გინდათ ბევრი.
7. წვრილად დაჭერით ნიორი
8. ცხელ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, ზეთში მოხრაკეთ ბოსტნეული 3 წუთის განმავლობაში.
9. დაამატეთ მოშუშული ხორცი
10. დაამატეთ 3-4 სადილის კოვზი სოიოს სოუზი და 2-3 სადილის კოვზი ჰოისინის სოუზი. ჰოისინის სოუზის (ან მისი შემცვლელის) გარეშე ეს სადილი არ მზადდება!!!!!
- ჰოისინის სოუზის შემცვლელი – აურიეთ 4-5 სად. კოვზი სოიოს სოუზი, 2 სად. კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი აჯიკა, მარილი, პილპილი, და 1 ჩაის კოვზი ძმარი.
11. დატოვეთ მაღალ ცეცხლზე 1-2 წუთი. კარგად მოურიეთ.
12. თეფშზე ამოიღეთ მოხარშული ბრინჯი. ზემოდან დაადეთ ჩაშუშული ხორცი და ბოსტნეული.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mzareuli, gurmani, kulinaria, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, Mongolian Beef, samzareulo, receptebi, sakvebi, მონღოლიური ძროხის ხორცი ნანახია: 1694 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]