Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარწყვის კექსი ბეზეთი
2013-04-05, 1:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 კვერცხი
1 ჭიქა რძე
1 კოვზი არაჟანი
ნახევარი ჩ.კ. სოდა. და 1 კოვზი მაწონი
კარგად დაფქვილი 3-4 ნაჭერი ტკბილი ორცხობილა ან პეჩენია
1/2 – 1 ჭიქა ფქვილი
1 კ. დარიჩინი
ქიშმიში, ნიგოზი და მარწყვი გემოვნებით
1 ს.კ. კარაქი

მომზადების წესი:
1. გააკეთეთ გოგლი-მოგლი კვერცხით და შაქრით.
2. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიანტები.
3. კარგად აურიეთ და გამოაცხეთ 175°ჩ – ზე, 25-30წ. (როცა ასანთის ღერს ჩაარჭობთ და სუფთა ამოვა)
4. ცოტა გააციეთ და ზემოდან წაუსვით ბეზე/კრემი და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში.
5. გამოაცხეთ 5-10 წუთი (ბეზე რომ ოქროსფრად დაიბრაწება)
6. ზემოდან დაალაგეთ მარწყვები და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ბეზე/კრემი:
გაითვალისწინეთ რომ ეს ნამდვილი ბეზე არ არის!

- 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ისე რომ მკვრივი, თეთრი მასა მიიღოთ.
- ცალკე ათქვიფეთ 1 კვერცის გული, და 1-2 კოვზი შაქარი, აურიეთ 2-3 კოვზი რძე, ვანილი და ცოტა დარიჩინი.
- დაუმატეთ მომზადებული კვერცხის ცილა და არ ათქვიფოთ! უბრალოდ ნელა მოურიეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: marwyvis keqsi bezeti, mzareuli, gurmani, kulinaria, kulinariuli recepti, gemrieli receptebi, samzareulo, receptebi, sakvebi, მარწყვის კექსი ბეზეთი ნანახია: 2018 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]