Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს სუპი “იოლანტა”

შემადგენლობა:
გამხმარი სოკო – 225 გრ.;
2-3 თავი ხახვი;
მზესუმზირის ზეთი – 5 სუფრის კოვზი;
პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი;
დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი;
დაჭრილი ქინძი – ½ ჩაის ჭიქა;
შავი პილპილი – 1-2 ჩაის კოვზი;
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
გამხმარი სოკო კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავალბოთ რამდენიმე საათით.
შემდეგ მოვხარშოთ იმავე წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი მოვხრაკოთ ზეთში. მოხარშული სოკოები ამოვიღოთ, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. შემდეგ ისევ ჩავყაროთ ქვაბში, ჩავდოთ 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი, ჩავალესოთ ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-01-14, 7:07 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სოკოები, კერძები, კულინარია, გემიელი რეცეპტები, kulinaria, სოკო, “იოლანტა”, receptebi, სოკოს სუპი, წვნიანი
ნანახია: 1864 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]