Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათა "ჩიტის ბუდე" - salatebi, kulinaria, mzareuli

შემადგენლობა:
2 კიტრი
3-4 ცალი კარტოფილი
2 ცალი ხახვი
4 ცალი სტაფილო
5-6 ცალი კვერცხი
მოხარშული ქათმის ხორცი
250 მლ. მაიონეზი
1 კონა კამა
2 კბილი ნიორი
მარილი და პილიპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან სიგრძეზე თხლად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და როცა გახურდება, თანამიმდევრობით შევწვათ შიგ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, შემდეგ ბოსტნეული გადმოვიღოთ საშრობ ქაღალდზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი გაუვიდეს. ამასობაში ხელით ავჩეჩოთ მოხარშული ქათმის ხორცი, შევურიოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშული კვერცხის ცილა, შევაზავოთ მაიონეზითა და სანელებლებით. კვერცხის გული ავზილოთ წვრილად დაჭრილ კამასთან და მაიონეზთან ერთად და გავაკეთოთ პატარა კვერცხის ფორმის ბურთულები. ლანგარზე დავდოთ ჯერ კიტრისა და ხორცის სალათა, ზედ მოვათავსოთ შემწვარი ბოსტნეული და მივცეთ ბუდის ფორმა, შიგნით კი ჩავაწყოთ მაიონეზისა და კვერცხის გულისგან მომზადებული კვერცხები.
წყარო: ყველანაირი მასალა ნებისმიერ თემაზე


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-01-14, 3:48 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, mzareuli, ჩიტის ბუდე, სალათა, kulinaria, salatebi, eva.ge, mzareuli.ucoz.com, salati
ნანახია: 2249 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]