Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს შეჭამანდი / sokos shechamandi - სამარხვო / samarxvo

შემადგენლობა:
600 გრ ნედლი ან 200 გრ ხმელი სოკო
1 კგ კარტოფილი
100 გრ ქერის (`პერლოვკა~) ბურღული
125 გრ სტაფილო
120 გრ თავი ხახვი
50 გრ ზეთი
1800 მლ სოკოს ბულიონი,
ოხრახუში, მარილი ‐ გემოვნებით.

მომზადების წესი:
სოკოს ბულიონი მოვხარშოთ ხმელი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი) ან ნედლი სოკოსაგან. მოხარშული ხმელი სოკო დავჭრათ წვრილად, ხოლო ნედლი სოკო დავჭრათ ბულიონის მოხარშვის წინ. ქერის ბურღული (პერლოვკა) დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე 30‐40 წუთის განმავლობაში. გადავღვაროთ წყალი, ბურღული გავრეცხოთ. კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად. წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და მწვანილი მოვშუშოთ ზეთში. მზა სოკოს ბულიონში ჩავყაროთ ნახევრად მოხარშული `პერლოვკა~, ვხარშოთ 15‐20 წუთი, დავამატოთ კარტოფილი, მოშუშული სტაფილო, ხახვი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მოხარშული სოკო და მოვაყაროთ მარილი.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-03-05, 2:48 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო, სტაფილო, კარტოფილი, samarxvo, sokos shechamandi, kartofi, სოკოს შეჭამანდი, samarxvo kerdzebis receptebi, stafilo, სამარხვო კერძების რეცეპტები
ნანახია: 1943 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]