Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის წვნიანი / bostneulis tscvniani (სამარხვო კერძი)
2013-03-19, 4:24 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ჭიქა დაჭრილი პრასი, თეთრი ნაწილი მხოლოდ
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ნიორი
მარილი
2 ჭიქა სტაფილო, გათლილი და დაჭრილი მრგვლად
2 ჭიქა კარტოფილი, გათლილი და დაჭრილი კუბიკებად
2 ჭიქა მწვანე ლობიო, დამტვრეული 2 სმ–ს ნაჭრებად
2 ლ ბოსტნეულის ბულიონი
4 ჭიქა პამიდორი, გაფრცქვნილი და დაჭრილი
2 ტარო სიმინდი, დამარცვლული
1/2 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში ფოთლები
1-2 ჩ.კ. ახლად გამოწურული ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი. გაცხელებულ ზეთს დავამატოთ პრასი, ნიორი და მარილი, ვთუშოთ სანამ დარბილდება, დაახლოებით 7-8 წთ–ი. დავამატოთ სტაფილო, კარტოფილი, მწვანე ლობიო და გავაგრძელოთ თუშვა 4-5 წთ–ით. დავამატოთ ბულიონი, მოუმატოთ ცეცხლს და წამოვადუღოთ. წამოდუღებულ წვნიანს დავამატოთ პომიდორი, სიმინდის მარცვლები და პილპილი, დავუწიოთ ცეცხლს. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ სანამ ბოსტნეული მოიხარშება, დაახლოებით 25-30 წთ–ი. გადმოვდგათ ქურიდან, დავამატოთ ოხრახუში და ლიმონის წვენი. დავამატოთ მარილი გემოვნებით. მიირთვით ცხელი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: წვნიანი, სამარხვო კერძები, samarkhvo kerdzebi, პრასი, სტაფილო, ბოსტნეული, სამარხვო, samarxvo kerdzebi, kulinaria receptebi, ნიორი ნანახია: 2549 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]