Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სტაფილო კორეულად / stafilo koreulad - kulinaria, receptebi
2013-03-21, 1:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სტაფილო - 500 გრ.,
ხახვი - 1 ც,
ნიორი - 2-3 კბილი,
მცენარეული ზეთი - 50-60 მლ,
ძმარი 9% - 1,5-2 ს.კ.,
ქინძი - 1/4 ჩ.კ.,
დაფქული წითელი ცხარე წიწაკა,
შავი დაფქული წიწაკა,
შაქარი
მარილი

მომზადების წესი:
სტაფილო გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად,
ნიორი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ქინძი მარცვლები დავოთ საჭრელ დაფაზე და დანის პირით დავჭყლიტოთ. სტაფილოს მოვაყაროთ ქინძი, წითელი წიწაკა, შავი წიწაკა, მარილი, შაქარი და ნიორი.
ხახვი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ ხახვი და ვთუშოთ სანამ არ გახდება მოყავისფრო ფერის.
ხახვი გადმოვიღოთ ტაფიდან ისე რომ ზეთი დარჩეს. ცხელი ზეთი მოვასხათ სტაფილოს და კარგად ავურიოთ.
დავამატოთ სტაფილოს ძმარი. სუფრაზე მივიტანოთ ცივად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: marili, sachmelebis momzadeba, სტაფილო კორეულად, receptebi, kulinaria, სტაფილო, ნიორი, shaqari, korea, stafilo koreulad ნანახია: 3380 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]