მომზადების წესი: საფუარის მოსამზადებლად ჩაასხით ჭურჭელში თბილი წყალი, გახსენით შიგ საფუარი, ჩაყარეთ გაცრილი ჰქვილი, კარგად მოზილეთ, დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 1 სთ. როცა აფუვდება დაამატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული, გამდნარი კარაქი, ზეთი ან მარგარინი, კარგად აურიეთ და დაამატეთ ფქვილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი,.. ცომში თბილი რძე ჩაასხით (თანდათან ყოველი ჩასხმისას კარგად აურიეთ), შემდეგ ცომის ჭურჭელს რაიმე დააფარეთ და თბილად დადგით. როგორც კი აფუვდება, აურიეთ რომ ისევ დაიწიოს, როცა კვლავ აფუვდება, კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა დაამატეთ, როგორც კი ცომი ისევ ამოვა, დაიწყეთ ცხობა, ბლინები მაშინ გამოდის კარგი, როცა ცომი მინიმუმ 2 - 3 ჯერ აფუვდება