Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს სუფლე / khachos sufle
2014-03-13, 4:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 საშუალო ზომის პორციისთვის:
250გრ დაბალცხიმიანი ხაჭო(ორიგინალში რიკოტა)
100გრ არაჟანი
2 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი(თუ არ გაქვთ შეცვალეთ მანანის ბურღულით)
2-3 სუფრის კოვზი შაქარი
ცოტა კარაქი(ფორმებისთვის)
კენკრა ან ხილი(300გრ, შიძლება გაყინული)

მომზადების წესი:
კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი-ეს ძალიან მნიშნელოვანია, რაც უკეთ ათქვიფავთ მით უფრო ნაზი იქნება სუფლე! დაუმატეთ სახამებელი და ისევ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ არაჟანი და ხაჭო, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფორმების ძირს კარაქი წაუსვით, დაალაგეთ კენკრა, მოაყარეთ შაქარი და დაასხით ცომი. თუ გაყინული კენკრა გაქვთ წინასწარ გაალღვეთ და წვენი გადაწურეთ. მოათავსეთ ფორმები წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. უყურეთ, რომ ზედა ფენა არ დაიწვას, მან ოდნავ უნდა შეიცვალოს ფერი. გახსოვდეთ, რომ სუფლე ფორმიდან უნდა მიირთვათ, ამიტომ აქ მხოლოდ პატარა ფორმები გამოდგება.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kvercxi, khachos sufle, kulinaria, xachos sufle, karaqi, xacho, arajani, kverkhi, rdze, khacho ნანახია: 1557 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]