Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი დილა ხაჭოსა და ყველის ოლადებით / gemrieli dila khachosa da kvelis oladebi
2017-09-04, 3:48 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი კვერცხი
150 გრამი კარაქი
250 გრამი ხაჭო
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
0.5 ჩ/კ შაქარი
0.5 ჩ/კ მარილი
150 გრამი მაგარი ყველი
1-3 კბილი ნიორი
1 ს/კ არაჟანი
1 ცალი კვერცხის გული
250 გრამი ფქვილი
მწვანილი გემოვნებით
სეზამის მარცვლები გემოვნებით

მომზადების წესი:
1. გამდნარი კარაქი არაჟანს შეურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, არაჟანი, შაქარი, კვერცხი და მარილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი, გადააფარეთ რამე ნაჭერი და 10 წუთი დატოვეთ.
2. ყველი გახეხეთ, დაუმატეთ გამოტარებული ნიორი და დაჭრილი მწვანილი.
ცომი ორ ნაწილად გაყავით (ერთი მეორესთან შედარებით უფრო დიდი უნდა იყოს). რომელიც შედარებით პატარაა, მიეცით 5-8 მილიმეტრის სისქის ოლადების ფორმა.
3. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი გადააფარეთ და ცომი მასზე მოათავსეთ. გახეხილი ყველი მოაყარეთ, მის შიგნით კი ყველის, ნივრისა და მწვანილის შიგთავსი ჩადეთ. ოლადებს ცომის დიდი ნაწილი დააფარეთ.
4. გადაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამი და აცხვცეთ 35-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ოლადები, oladebi, kvercxi saveneti, kvercxi koda, xacho, oladi, yveli, kvercxi dila, arajani, khacho ნანახია: 1419 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]