Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კომბოსტოთი, ფქვილით, კვერცხითა და ცოტა ყველით მომზადებული შესანიშნავი ხემსი / kombostoti, fqvilit, kverckhita da cota kvelit momzadebuli she
2018-12-14, 1:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
700 გრ კომბოსტო
6 კვერცხი
7 ს.კ. ფქვილი
20 გრ კარაქი
300 გრ მაგარი ყველი
4 კბილი ნიორი
4 ს.კ. არაჟანი
1 ც მდნარი ყველი
1 კონა მწვანილი

მომზადების წესი:
დაჭერით წვრილად კომბოსტო, დაუმატეთ მარილი, დასრისეთ და დატოვეთ 10 წუთით.
შეურიეთ 3 კვერცხი და ნახევარი ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ჩაასხით კომბოსტოში. ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, სანამ ოლადების ცომის კონსისტენციის არ გახდება.
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი. გადმოიღეთ 4 ს.კ. ცომი და გააბრტყელეთ მთელ ზედაპირზე. გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
გააცივეთ ბლინები. ამასობაში მოხარშეთ დანარჩენი კვერცხები, გაფცქვენით და გააცივეთ.
გახეხეთ კვერცხი, მაგარი ყველი და მდნარი ყველი. შეურიეთ (დატოვეთ ცოტა მაგარი ყველი მოსართავად), დაუმატეთ გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, არაჟანი, მოურიეთ.
წაუსვით ბლინებს ფენა-ფენა, მორთეთ არაჟნით, ყველით და მწვანილით.
შეგიძლიათ მიირთვათ მყისიერად, მაგრამ უმჯობესია, აცადოთ, სანამ ბლინები შიგთავსს შეიწოვს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: kveli, კომბოსტო, kombosto, xemsi, kvercxi, arajani, kverckhi, fqvili, khemsi, yveli ნანახია: 1312 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]