მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტარტი პომიდვრითა და მოცარელას ბურთებით / tarti pomidvrita da mocarelas burtebit
2018-06-21, 4:56 PM |
შემადგენლობა:
პომიდორი - 6 ცალი, მოზრდილი
კვერცხი - 4 ცალი
კრემ-ყველი - 200 გ
ლორი წვრილად დაჭრილი - 150 გ
გახეხილი ყველი - 85 გ
რძე - 1 ჭიქა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მზა პიცის ცომი - 1 ფირფიტა
მინი მოცარელას ბურთები - ან დიდი მოცარელას დაჭრილი ბურთები
მომზადების წესი:
პომიდორს ამოაჭერით გულები.
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, კრემ-ყველი, დაჭრილი (უმჯობესია, შემწვარი) ლორი, გახეხილი ყველი, რძე, მარილი და პილპილი. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ.
გაშალეთ პიცის ცომი, ჩააფინეთ ოდნავ ღრმა ფორმაში. ზემოდან მოათავსეთ პომიდვრის მზა ფიალები, ჩაალაგეთ მასში მოცარელას ბურთები და ჩაასხით ცომში კრემ-ყველისა და ლორის მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |