Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყველის სუფლე / kvelis sufle
2017-10-07, 1:14 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
გარნირის ინგრედიენტები:
20 მლ. ზეითუნის ზეთი
20 მლ. ბალზამიკო
4 კბილი ნიორი
ფერადი ჩერი პომიდორი
მარილი და პილპილი
სუფლეს ინგრედიენტები:
200 მლ. რძე
65 გრ. პარმეზანი
65 გრ. ემენტალი
50 გრ. კარაქი
4 კვერცხი
1 დაფნის ფოთოლი
1 მწიკვი მუსკატი
შავი პილპილი მარცვლები
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
მოვამზადოთ კერამიკული ყალიბები: წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. პომიდორი გავრეცხოთ. ჩავდოთ საცხობ ჭურჭელში. მოვასხათ ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დავამატოთ რამდენიმე კბილი დაჭყლეტილი ნიორი. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.
ჩავასხათ ქვაბში რძე, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, მივიყვანოთ ადუღებამდე, გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყოვნოთ 10 წუთი. ქვაბში გავალღვოთ კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი, გადავზილოთ და ჩავასხათ გაწურული რძე. კარგად გადავურიოთ ხელის სათქვეფით. კრემისებრი მასა უნდა მივიღოთ. ავიღოთ კვერცხი. გავაცალკევოთ ცილა და გული. ფქვილიან მასაში დავამატოთ კვერცხის გულები. კარგად მოვურიოთ და ჩავყაროთ გახეხილი ყველი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, უნდა მივიღოთ მყარი ბეზე და ნელ-ნელა გადავურიოთ საერთო მასაში.
ჩავასხათ სუფლეს ცომი ყალიბებში. ძალიან არ გავავსოთ, რადგანაც შემდეგ ცომი ამოვა. გამოვაცხოთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი. ცხობის დროს არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელის კარი. სუფლე გამომცხვარია როდესაც კარგად იქნება ამოსული და ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს.
მიირთვით როგორც კი გამოცხვება! გარნირად გამოიყენეთ გამომცხვარი პომიდორი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: muskati, სუფლე, ementali, pomidori, sufle, kveli, parmezani, balzamiko, yveli, rdze ნანახია: 984 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]