Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი მხლოვანას ტრადიციული რეცეპტი / gemrieli mkhlovanas tradiciuli recepti
2018-01-06, 11:25 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა: (2 მოზრდილი მხლოვანასთვის)
ჭარხლის ფოთოლი – 1 კონა/შეკვრა;
ისპანახი – 1 კონა/შეკვრა;
მწვანე ხახვი – 1 კონა/შეკვრა;
ყველი – 300-400 გ.
გამდნარი კარაქი – 80-100 გ.
მარილი.

მომზადების წესი:
გარეცხეთ ჭარხლის ფოთოლი და ისპანახი, დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში. მოაყარეთ ბლომად მსხვილი მარილი (1 ს/კ მაინც) და მოსრისეთ. სითხე რომ გამოუვა, კარგად გაწურეთ (სველი თუ იქნა, ცომს დაალბობს). მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ყველი დახეხეთ, კარაქი გაადნეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ჭარხლიან/ისპანახიან მასას. ეს მასა გაყეთ ორ გუნდად.
წინასწარ მოაგუნდავეთ ცომი და 10-20 წუთით გააჩერეთ, რომ ცოტათი გაფუვდეს და დაისვენოს. ცოტათი გააბრტყელეთ ცომი, ჩადეთ შიგ ფხლიანი მასა და თავი მოუკარით ისევე, როგორც ხაჭაპურის შემთხვევაში გააკეთებდით. შემდგომ უკვე კარგად გააბრტყელეთ, მასა თანაბრად გადაანაწილეთ.
გაზქურაზე გაახურეთ ტაფა (მე ბებოს ნაქონი თუჯის ტაფა მაქვს და ძალიან კარგად ცხვება ზედ ყველაფერი), დააკარით მხლოვანა და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც ძირი მოებრაწება, გადმოაბრუნეთ და მოუსვით ცხიმი. როდესაც მეორე მხარეც დაიბრაწება, იმ მხარესაც მოუსვით ცხიმი, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდგომ კი, გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: mwvane xaxvi, mtsvane khakhvi, mxlovana, charxlis fotoli, karaqi, kveli, charkhali, ispanakhi, yveli, ispanaxi ნანახია: 1491 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]