Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სპანაკოპიტა - უგემრიელესი ბერძნული ღვეზელი ყველი ფეტათი და ისპანახით / spanakopita - ugemrielesi berdznuli ghvezeli yveli fetati da ispanaxi
2017-09-04, 3:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრამი საკონდიტრო ცომი
400 გრამი ყველი ფეტა
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
250 გრამი ისპანახი
30 გრამი მწვანე ხახვი
30 გრამი ოხრახუში
30 გრამი კამა
1 ცალი ხახვი
0.25 ჩ/კ მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:
1. ისპანახს ადუღებული წყალი დაასხით და 2 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ. ამ დროის განმავლობაში ხახვი კუბიკებად დაჭერით, მწვანილი კი წვრილად დააქუცმაცეთ.
2. ხახვი ზეითუნის ზეთში 5 წუთის განმავლოობაში შუშეთ, დაამატეთ კამა, ოხრახუში, ხახვი და ისპანახი. მოაყარეთ მუსკატის კაკალი, პილპილი და მარილი.
3. ცომი ისე მოზილეთ, რომ ქვედა ფენა უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ზედა. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით და ცომის პირველი ფენა მოათავსეთ. ყველი ფეტა და ზემოთ მიღებული ისპანახის მასა ერთმანეთში აურიეთ და ცომზე გადაუსვით. დაადეთ ცომის მეორე ფენა და ისე შეკეცეთ, რომ შიგთავსი არ გადმოიყაროს.
4. ღვეზელს დარჩენილი კარაქი გადაუსვით. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: xaxvi, okhrakhushi, oxraxushi, sakonditro comi, spanakopita, khakhvi, muskatis kakali, სპანაკოპიტა, ispanakhi, ispanaxi ნანახია: 1208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]