Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის სუპი ისპანახით - ტაილანდური სამზარეულო
2013-03-19, 3:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი - ფრთის ძირის ნაჭრები, 8 ცალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ნაჭერი, მხოლოდ კან გაცლილი)
ისპანახი - 1 მუჭაში რაც ჩაგეტევათ
მწვანე ხახვი - 10 ღერი
ნიორი - 1 კბილი
სტაფილო - 1 ც. პატარა ზომის (არ არის სავალდებულო)
სოკოს ნარევი (კონსერვი) - 2 სუფრის კოვზი (შეგიძლიათ შეცვალოთ 4 - 5 ცალი ცოცხალი ქამა სოკოთი)
თევზის სოუსი (აზიური სოუსია) - 2 ან 3 ს.კ.
ბრინჯის მაკარონი - დაახლ. 50 გრ.
ჩილის წიწაკა - 1 ნაჭერი (არ არის სავალდებულო)

მომზადების წესი:
ქათმის ნაჭრებს გააცალეთ კანი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე, თავდახურულ ქვაბში.

შემდეგ, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი, წვრილად დაჭრილი სტაფილო და ნიორი და საშუალო ნაჭრებად დაჭრილი მწვანე ხახვი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ სოკოს ნარევი (თუ კონსერვს იყენებთ, გადაწურეთ სოკო აუცილებლად, თუ ცოცხალ ქამა სოკოს, მაშინ პირდაპირ ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი სოკოს ნაჭრები). ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი და დაამატეთ ბრინჯის მაკარონი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ თევზის სოუსი - 2 ს.კ. - გაუსინჯეთ გემო, შეგიძლიათ 1 ს.კ. კიდევ დაამატოთ. მარილი შესაძლოა არ დაგჭირდეთ, რადგან თევზის სოუსი ოდნავ მარილიანია. თუ ცხარე გიყვართ, შეგიძლიათ დაამატოთ ჩილი წიწაკა, 1 ნაჭერი.

გადმოდგით ცეცხლიდან, ქვაბში გააჩერეთ კიდევ 5 წუთი რომ კარგად გაუჭდეს გემო და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ispanaxi, ისპანახი, ispanakhi, ქათმის სუპი, tailanduri samzareulo, ტაილანდური სამზარეულო, ქათმის სუფი, qatmis sufi, qatmis supi, კულინარია ნანახია: 1850 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]