Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ისპანახისა და ჭარხლის ატრია ნაღებისა და სულგუნის სოუსით / ispanakhisa da charkhlis atria naghebisa da sulgunis sousit
2018-06-14, 2:10 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ. ისპანახი
1 კგ. ჭარხალი
2 კგ. ფქვილი
500 გრ. ყველი
500 გრ. ნაღები
6 კვერცხი
2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
გამოვწუროთ ჭარხლის წვენი, ამისთვის არსებობს რამდენიმე ვარიანტი: წვენსაწურში გამოწურვა; წვრილ სახეხზე გახეხვა და მარლაში გამოწურვა; შესაძლოა წვრილად დაჭრილი ჭარხლის მცირე წყალთან ერთად დაყოვნება და წამოდუღება. ისპანახი დავაბლენდეროთ, ან დავკეპოთ და დავაყოვნოთ წყალთად ერთად.
ვზილავთ 2 სახის ცომს, ჭარხლის და ისპანახის. თითო სახეობის ცომზე ვიღებთ 1 კგ. ფქვილს და 3 კვერცხს. კარგად მოვზილოთ და დავასვენოთ 30 წუთის განმავლობაში მაცივარში.
გავაბრტყელოთ და დავჭრათ რომბებად.
სოუსის მოსამზადებლად გაცხელებულ ნაღებში ვამატებთ გახეხილ ყველს, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ გახეხილი ნიორი.
ატრია იხარშება ადუღებულ მარილიან წყალში 4-5 წუთის განმავლობაში.
მიირთვით სოუსთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ისპანახი, charxali, naghebi, sulguni, ნაღები, ispanakhi, სულგუნი, ყველი, yveli, ჭარხალი ნანახია: 1079 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]