მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
უგემრიელესი მარწყვის სალათა ისპანახით / ugemrielesi marwyvis salata ispanakhit
2017-08-21, 3:26 PM |
შემადგენლობა:
2 კონა ახალი ისპანახის ფოთლები
5 ჭიქა მარწყვი (665 გრამი)
1⁄2 ჭიქა მცენარეული ზეთი
1⁄4 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
1⁄2 ჭიქა შაქარი
1⁄4 ჩ/კ წიწაკა
2 ს/კ სეზამის მარცვლები
1 ს/კ ყაყაჩოს თესლი
მომზადების წესი:
გაავლეთ წყალში ისპანახი. აცალეთ გაშრობა და შემდეგ ხელით ფაქიზად დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ნაწილებად. დაჭერით თითოეული მარწყვი ორ ან ოთხ ნაწილად(მარწყვის ზომის მიხედვით). მოათავსეთ ისპანახიც და მარწყვიც(დაიცავით ეს თანმიმდევრობა) დიდ თასში.
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ძმარი, შაქარი, წიწაკა, სეზამის მარცვლები (შირბახტის/ქუნჯუთის თესლი) და ყაყაჩოს თესლი. ზევიდან მოასხით მარწყვს ისპანახით და რამოდენიმე წამით ამოძრავეთ თასი ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც, რათა ყველაფერი შეერიოს ერთმანეთს. მიირთვით გემრიელად!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |