Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვანილის ნაყინი მარწყვის სოუსით
2013-06-15, 12:55 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
რძე - 500 გრ
ნაღები 20%-იანი - 500 გრ
შაქარი - 200 გრ
კვერცხის გული - 6
ვანილი
სოუსისთვის
შაქარი - 1/4 ჭ
მარწყვი - 250 გრ
მარწყვის ჯემი - 1/2 ჭ
ვანილი

მომზადების წესი:
რძეს ჩავამატოთ ვანილი და გავაცხელოთ.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ მუსუს კონსისტენციამდე, ნელ-ნელა ჩავასხათ რძე და ავურიოთ. დავაბრუნოთ საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ შესქელდება.
გავაციოთ და დავამატოთ ნაღები. შევდგათ საყინულეში.
როცა ნაპირები გაიყინება, გამოვიღთ და კარგად ავთვიფოთ. შევაბრუნოთ ისევ საყინულეში და ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. თუ ნაყინს სპეციალურ აპარატში ვამზადებთ, ეს საჭირო არ არის, რადგან აპარატი თვითონ ურევს გაყინვის პარალელურად.

სოუსის მოსამზადებლად,1/2 ჭიქა წყლით და შაქრით მოვამზადოთ სიროფი, დავამატოთ მარყვი, ჯემი და ვანილი. წამოვადუღოთ, გავაციოთ და ბლენდერში ავთქვიფოთ. სანამ ნაყინზე მოვასხამთ, მაცივარში კარგად გავაციოთ.

მარწყვის გარდა, შეგვიძლია ნებისმიერი სეზონური ხილი გამოვიყენოთ, შესაბამის ჯემთან ერთად


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კრემი, მარწყვი, სუფლე, ვანილი, ნაღები ნაყინი რძე, სოუსი, marwyvi, martskvi ნანახია: 1563 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]